ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ!
დაიწყო სტატიების მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის რიგით მეხუთე ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალისთვის.
სტატიები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ 15.03.2024-ის ჩათვლით მითითებულ ელ-ფოსტაზე: psy.edu.journal@gmail.com
შეგახსენებთ, რომ მეხუთე გამოცემისთვის სტატიები უნდა შეეხებოდეს შემდეგ მიმართულებებს:
1. ფსიქოლოგია
2. განათლების მეცნიერებები
3. ოკუპაციური თერაპია
სამეცნიერო სტატიის დაწერის შესაბამისი სტანდარტები იხილეთ ჟურნალის ვებ-გვერდზე:
გისურვებთ წარმატებებს!